Thursday, April 2, 2015


გაკვეთილის თემა

გამტარების მიმდევრობითი და პარალელური შეერთება

სწავლების საფეხური

მე-8 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში  ირიცხება  18  მოსწავლე. განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე.ეს გაკვეთილი მოსწავლეებს გამოუმუშავებს საჭირო უნარ ჩვევებს,დაეხმარებათ შეძენილი ცოდნის რეალიზებაში,ფიზიკური ფორმულებისა და დამოკიდებულების სწორად გამოყენებაში





გაკვეთილის მიზნები და შედეგები
8.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და ეტაპები.
სედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
გამოთქვამს მოსაზრებას /ვარაუდს
8.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევის პროცესის წარმართვა
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
იყენებს შესაბამის აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას.აწარმოებს დაკვირვებას.
8.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
. აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნას
. ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს



წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმ  უნდა  იცოდნენ   ელექტრული  პარამეტრების:  დენის ძალის, ძაბვის  და  წინაღობის  ურთიერთ დამოკიდებულებები. უნდა სეეძლოთ  ამ  სიდიდეების  სწორად  გამოთვლა  და  მირებული  შეეგების ანალიზი.

შეფასება
ჩატარებული ექსპერიმენტებისა  და თეორიული  მასალების  გამოკითხვის შემდეგ მოვახდენ მოსწავლეთა შეფასებას პრეზენტაციაში.შესაფასებლად გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ
ასევე განმსაზღვრელ შეფასებას.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სადგამზე  დამაგრებული  ორი  ნათურა, დენის  წყარო, ჩამრთველი,
შემაერთებელი  სადენები, ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, კომპიუტერი, 
პროექტორი.
მოსწავლის წიგნი,ამოცანათა კრებული,ცარცი, დაფა,კალამი








გაკვეთილის მსვლელობა
საკლასო მენეჯმენტი

ეტაპი  -  5 წთ.
. დავყოფ კლასს ჯგუფებად
ჯგუფებს მაგიდებზე დახვდებათ სქემები,რის მიხედვითაც,შესაბამისი
ინსტრუქციის მიცემის შემდეგ ააწყობენ წრედებს
II ეტაპი  - 10 წთ.
ექსპერიმენტების შედეგების პრეზენტაცია
მოსწავლეებს მივცემ დვალებას. გულდასმით წაიკითხონ  სახელმძღვანელოში მოცემული ექსპერიმენტების აღწერა და ჩაატარონ
ექსპერიმენტები.
.ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ  ცდის შედეგები შეიტანონ შესაბამის ცხრილში
.გაანალიზონ ცდის შედეგები  და გამოიტანონ დასკვნა.
III ეტაპი  - სლაიდის ჩვენება   10 წთ.
IV ეტაპი  - დისკუსია        10 წთ.
.დისკუსიას  წარვმართავ  დამხმარე  კითხვებით.
V ეტაპი  -7 წთ.
მოსწავლეებს  მივცემ  ახლად  შეძენილი  ცოდნის  რეალიზების საშვალებას (მოკლე პრეზენთაციის სახით)
VI ეტაპი  3 წთ.
საშინაო დავალების მიცემა