გაკვეთილის თემა
|
გამტარების მიმდევრობითი და პარალელური შეერთება
|
სწავლების საფეხური
|
მე-8 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში ირიცხება 18 მოსწავლე. განსაკუთრებული საჭიროების მქონე არ არის.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
გაკვეთილი აქტუალურია საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე.ეს გაკვეთილი მოსწავლეებს გამოუმუშავებს საჭირო უნარ ჩვევებს,დაეხმარებათ შეძენილი ცოდნის რეალიზებაში,ფიზიკური ფორმულებისა და დამოკიდებულების სწორად გამოყენებაში
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
8.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და ეტაპები.
სედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
გამოთქვამს მოსაზრებას /ვარაუდს
8.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევის პროცესის წარმართვა
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
იყენებს შესაბამის აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას.აწარმოებს დაკვირვებას.
8.3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
. აანალიზებს მონაცემებს და გამოიტანს დასკვნას
. ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებმ უნდა იცოდნენ ელექტრული პარამეტრების: დენის ძალის, ძაბვის და წინაღობის ურთიერთ დამოკიდებულებები. უნდა სეეძლოთ ამ სიდიდეების სწორად გამოთვლა და მირებული შეეგების ანალიზი.
|
შეფასება
|
ჩატარებული ექსპერიმენტებისა და თეორიული მასალების გამოკითხვის შემდეგ მოვახდენ მოსწავლეთა შეფასებას პრეზენტაციაში.შესაფასებლად გამოვიყენებ როგორც განმავითარებელ
ასევე განმსაზღვრელ შეფასებას.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სადგამზე დამაგრებული ორი ნათურა, დენის წყარო, ჩამრთველი,
შემაერთებელი სადენები, ამპერმეტრი, ვოლტმეტრი, კომპიუტერი,
პროექტორი.
მოსწავლის წიგნი,ამოცანათა კრებული,ცარცი, დაფა,კალამი
|
გაკვეთილის მსვლელობა
საკლასო მენეჯმენტი
|
I ეტაპი - 5 წთ.
. დავყოფ კლასს ჯგუფებად
ჯგუფებს მაგიდებზე დახვდებათ სქემები,რის მიხედვითაც,შესაბამისი
ინსტრუქციის მიცემის შემდეგ ააწყობენ წრედებს
II ეტაპი - 10 წთ.
ექსპერიმენტების შედეგების პრეზენტაცია
. მოსწავლეებს მივცემ დვალებას. გულდასმით წაიკითხონ სახელმძღვანელოში მოცემული ექსპერიმენტების აღწერა და ჩაატარონ
ექსპერიმენტები.
.ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ ცდის შედეგები შეიტანონ შესაბამის ცხრილში
.გაანალიზონ ცდის შედეგები და გამოიტანონ დასკვნა.
III ეტაპი - სლაიდის ჩვენება 10 წთ.
IV ეტაპი - დისკუსია 10 წთ.
.დისკუსიას წარვმართავ დამხმარე კითხვებით.
V ეტაპი -7 წთ.
მოსწავლეებს მივცემ ახლად შეძენილი ცოდნის რეალიზების საშვალებას (მოკლე პრეზენთაციის სახით)
VI ეტაპი 3 წთ.
საშინაო დავალების მიცემა
|
Thursday, April 2, 2015
Subscribe to:
Posts (Atom)